ეკონომიკა

აშშ-ს ეკონომიკური მაჩვენებელი გაუმჯობესდა

1 ნოემბერი, 2010 • • 1015
აშშ-ს ეკონომიკური მაჩვენებელი გაუმჯობესდა

ამერიკის ეკონომიკა ივლისიდან-სექტემბრამდე 2%-ით გაიზარდა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 0.5 %-ით მეტია, ამას მოწმობს ოფიციალური მონაცემები. მიუხედავად ამისა, მაინც დიდია ქვეყანაში უმუშევრების რიცხვი და სუსტია უძრავი ქონების ბაზარი.

ამერიკის ეკონომიკა ნელი ტემპით, მაგრამ მაინც აგრძელებს ძველი სტანდარტების დაბრუნებას. განვითარების სუსტი ტემპი ამერიკელებს შეშფოთების საბაბს აძლევს.

არსებობს მოსაზრება, რომ ეკონომიკური პრობლემების გამო, პრეზიდენტ ბარაკ ობამას და მის დემოკრატიულ პარტიას სულ უფრო ნაკლებმა ადამიანმა დაუჭიროს მხარი კონგრესის  არჩევნებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი