ეკონომიკა

ქართული დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ინდოეთში იმყოფება

1 ნოემბერი, 2010 • • 1188
ქართული დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ინდოეთში იმყოფება

საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური, ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ინდოეთში იმყოფება.

ინდოეთში ჩასვლამდე ქართული დელეგაცია ჩინეთში იმყოფებოდა, სადაც ჩინური კომპანიების China International Water & Electric Corporation, Free Trade Zone of Quingdao, Sino Hydro Corporation, China Railway Construction და Gezhouba Group  ხელმძღვანელებთან გამართა შეხვედრები.

შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე, სხვადასხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმდინარეობასა და ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალის უფრო აქტიურ გამოყენებაზე ისუბრეს.

ენერგეტიკის მინისტრის, ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, ჩინური და ინდური კომპანიები დაინტერესებულნი არიან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით.

”ინდურ კომპანია “ Trans Electrica LTD”- სთან უკვე გვაქვს ხელი მოწერილი ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე, ასევე, ინდური ინვესტიციები საკმაოდ დიდია ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება და ათვისების სფეროში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დამატებით ინვესტიციებს მოვიზიდავთ ამ ქვეყნებიდან ჰიდრორესურსების ათვისების მიმართულებით, რაც ისევ და ისევ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მყარი გარანტია იქნება”- განაცხადა ალექსანდრე ხეთაგურმა.  

პრემიერ მინისტრის ვიზიტი 2 ნოემბერს დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი