ეკონომიკა

სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა გურიაში

1 ნოემბერი, 2010 • • 1029
სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა გურიაში

იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის შემდგომ, სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა გურიაშიც  ამოქმედდა. პროგრამის მიზანს სიმინდის საჰექტარო მოსავლიანობის ხელშეწყობა და წარმოების განვითარება წარმოადგენს. სიახლე ადგილობრივებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა და გურიის გუბერნატორმა ვალერი ჩიტაიშილმა გააცნეს.

როგორც კვეზერელმა განაცხადა, პროგრამა მაღალხარსხიანი, სერთიფიცირებული სიმინდის, ჰიბრიდული ტიპის სათესლე მასალის პირდაპირი ანგარიშსწორებით ან შვიდი თვით განვადებით გაცემას ითვალისწინებს.

“სიმინდის კონკრეტული ჰირბრიდის ტიპისა და საბოლოო ფასის განსაზღვრა მსურველთა რეგისტრაციის შემდეგ მოხდება”, – აღნიშნა კვეზერელმა.

ამასთან, სამინისტროს ინიციატივით, “სოფლის მეურნეობის კორპორაციის” მიერ გამოცხადებული სიმინდის წარმოების ხელშეწობის პროგრამაში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი