ეკონომიკა

რუსთავის მეშვიდე საჯარო სკოლას ახალი სასკოლო ინვენტარი გადაეცა

29 ოქტომბერი, 2010 • • 1026
რუსთავის მეშვიდე საჯარო სკოლას ახალი სასკოლო ინვენტარი გადაეცა

აზერბაიჯანული კომპანიის “ბათალს ქონთრაქშენის” დირექტორმა, ნათიკ ახმედოვიმა რუსთავის მეშვიდე საჯარო სკოლას 80 მერხი და სკამი გადასცა. მერხები ერთ და ორადგილიანია. ნათიკ ახმედოვის განცხადებით, მისი კომპანია ალიევის ფონდის პარტნიორი ორგანიზაციაა და გამომდინარე აქედან, მსგავს აქციებს ხშირად აწყობს. მისი თქმით, ქვემო ქართლის რეგიონის სკოლების საჭიროებები მაქსიმალურად იქნება შესწავლილი და უახლოეს მომავალში მათთვის დახმარების გაწევა იგეგმება. სასკოლო ინვენტარი, რომელიც რუსთავის მეშვიდე  საჯარო სკოლას გადაეცა, “ბათალს ქონთრაქშენის” მარნეულის ქარხანაში მზადდება.

სკოლაში, ”ბათალს ქონთრაქშენის” დირექტორთან ერთად, ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძეც იმყოფებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი