ეკონომიკა

შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისი” დაჯარიმდა

28 ოქტომბერი, 2010 • • 1097
შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისი” დაჯარიმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 28 ოქტომბრის სხდომაზე  16 კომპანიის დაჯარიმების საკითხი განიხილა. სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 5000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა 16 კომპანიას დაერიცხა, რომელთა შორისაა    შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისიც”.
 
დაჯარიმების მიზეზი რეგულირების საფასურის გაანგარიშებისათვის საჭირო მონაცემებისა და ურთიერთშედარების აქტების დროული წარმოუდგენლობა, რეგულირების საფასურის გადაუხდელობა და ასევე სალიცენზიო პირობების დარღვევაა.

სალიცენზიო პირობების დარღვევისა და დერეგულირებულ სექტორში რეგულირების საფასურის დავალიანებისათვის, ორი სახის – 5000-5000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა  საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას დაეკისრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი