ეკონომიკა

რუმინელი ინვესტორები აჭარაში ინესტიციების ჩადებას გეგმავენ

28 ოქტომბერი, 2010 • • 972
რუმინელი ინვესტორები აჭარაში ინესტიციების ჩადებას გეგმავენ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე რუმინეთის კონტროლის თავმჯდომარეს, ნიკოლაე ვაკაროიუსს შეხვდა. საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით განსახილველ სხვადასხვა პროექტებს ტურიზმისა და ინვესტიციების მოზიდვის სფეროებში.

რუმინეთის კონტროლის თავმჯდომარის თქმით,  რუმინელი ინვესტორები დაინტერესებული არიან აჭარის ტურისტული პოტენციალით და ისინი საზღვაო და სამთო ტურიზმის განვითარებაში ინვესტიციების ჩადებასაც გეგმავენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აჭარის კონტროლის პალატაში მიმდინარე რეორგანიზაციას, როგორც შეხვედრაზე ითქვა, ახალი კადრები საერთაშორისო სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი