ეკონომიკა

სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურები მარტივდება

28 ოქტომბერი, 2010 • • 1005
სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურები მარტივდება

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების გამარტივებაზე იმსჯელეს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნათია მიქელაძის განმარტებით, ვეტერინარული სერტიფიცირება უშუალოდ საბაჟო კონტროლის ზონებში მოხდება. სერტიფიცირებას სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური განახორციელებს. მისივე თქმით, ხშირად საქონლის ექსპორტიორებს საბაჟო კონტროლის ზონებში საქონლის შეჩერება და ფიტოსანიტარული სერტიფიკატის აღებისთვის ხანგრძლივი პროცედურების განხორციელება უწევთ.

შემოსავლების სამსახურის მიერ გასაცემი ფიტოსანიტარული სერტიფიკატის ფორმებსა და გაცემის წესს ფინანსთა მინისტრი ბრძანებით დაამტკიცებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი