ეკონომიკა

სახაზინო ვალდებულებების №42 აუქციონის შედეგები

27 ოქტომბერი, 2010 • • 1128
სახაზინო ვალდებულებების №42 აუქციონის შედეგები

ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №42 აუქციონი გამართა, რომელზეც 5 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 168 დღის ვადის მქონე სახაზინო ვალდებულებები გაიტანა. აუქციონში მონაწილეობა 7 კომერციულმა ბანკმა მიიღო. ბანკების მხრიდან მოთხოვნამ 23 200 000 ლარი შეადგინა, მიღებული განაცხადების რაოდენობამ 22 შეადგინა, აქედან დაკმაყოფილდა 6.

 აუქციონის შედეგით, შემდეგი საპროცენტო განაკვეთები დაფიქსირდა: მინიმალური 10.43%,  მაქსიმალური 10.33%, ხოლო საშუალო შეწონილი პროცენტი 10.572%. 

 სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №43 აუქციონი საქართველოს ეროვნულ ბანკში მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება. ფინანსთა სამინისტრო აუქციონზე 10 მლნ ლარის ოდენობის სახაზინო ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი