ეკონომიკა

ადრეული აღდგენის პროგრამა დასასრულს უახლოვდება

27 ოქტომბერი, 2010 • • 995
ადრეული აღდგენის პროგრამა დასასრულს უახლოვდება

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)  4,4 მლნ. ევროს ღირებულების ორწლიანი ადრეული აღდგენის პროგრამა დასასრულს უახლოვდება.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივის მიზანია 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული რეგიონების ხელშეწყობა. პროგრამას სამი პრიორიტეტული მიმართულება აქვს – ინფრასტრუქტურის აღდგენა, მიკროფინანსირება და პროფესიული განათლება.

პროგრამის ფარგლებში, განხორციელდა სასკოლო შენობების, ხიდებისა და წყლით მომარაგების სისტემების აღდგენა, მცირე და მიკრო ბიზნესების ხელშეწყობა, ახალი სახელობო პროგრამების დანერგვა.

ადრეული აღდგენის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ოცზე მეტი შენობისა და ნაგებობის, სასმელი წყლისა და საირიგაციო სისტემების რეაბილიტაცია და შეკეთება განხორციელდა. ბიზნესის წამოსაწყებად სამი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მიკრო სესხი და კონსულტაცია, ხოლო გორის უნივერსიტეტში თხუტმეტზე მეტი სახელობო პროგრამა და პროფესიული საგანმანათლებლო კურსი დაინერგა. გარდა ამისა, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ათასობით ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სახის დახმარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი