ეკონომიკა

თბილისში საქართველო – პოლონეთი – ლიტვის ბიზნეს ფორუმი გაიმართა

26 ოქტომბერი, 2010 • • 1104
თბილისში საქართველო – პოლონეთი – ლიტვის ბიზნეს ფორუმი  გაიმართა

თბილისში საქართველო – პოლონეთი – ლიტვის ბიზნეს ფორუმი  გაიმართა. პოლონეთისა და ლიტვის მხრიდან ფორუმში  8 კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, რომელთაც ქართულ კომპანიებთან სამომავლო პარტნიორობის სურვილი გააჩნიათ.

ღონისძიებაზე საქართველოს მხრიდან 40-მდე კომპანიის წარმომადგენელი გამოცხადდა. კომპანიები წარმოდგენილი იყვნენ შემდეგი სექტორებიდან: მშენებლობა, ენერგეტიკა, ფოლადის წარმოება, მანქანათმშენებლობა.

ფორუმზე კომპანიებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი