ეკონომიკა

პროგრამა ”აინშტაინის” პრეზენტაცია

26 ოქტომბერი, 2010 • • 1210
პროგრამა ”აინშტაინის” პრეზენტაცია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 26 ოქტომბრიდან საქართველოს საჯარო სკოლებში პროგრამა “აინშტაინის” განხორციელება იწყება. პროგრამა საბუნებისმეტყველო საგნების – ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის –კაბინეტებში სასკოლო ლაბორატორიების მოწყობას ითვალისწინებს, რაც საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაძლიერებას ემსახურება. “საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაძლიერების მიზნით, აუცილებელია შესაბამისი ინფრასტუქტურის დანერგვა. სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების გაძლიერება და პოპულარიზაცია წარმოადგენს. სწავლების პროცესი საინტერესო და სახალისო უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, სამინისტროს ინიციატივით, ამოქმედდა პროგრამა “აინშტაინი” – განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა. პროგრამა “აინშტაინის” მიხედვით, ყველა საჯარო სკოლაში  საბუნებისმეტყველო საგნების სასწავლო ლაბორატორიები ეტაპობრივად მოეწყობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი