ეკონომიკა

პარლამენტში ერთდღიანი სემინარი – ფინანსური ზედამხედველობა – გაიმართა

22 ოქტომბერი, 2010 • • 1094
პარლამენტში ერთდღიანი სემინარი – ფინანსური ზედამხედველობა – გაიმართა

ერთდღიანი სემინარი – ფინანსური ზედამხედველობა – საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ვესტმინსტერის კონსორციუმის პროგრამის ფარგლებში, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გაიმართა.

სემინარის თემატიკა იყო: საფინანსო ზედამხედველობის განხორციელებაში პარლამენტის, კერძოდ, შესაბამისი კომიტეტის როლი, როგორც საქართველოში, ასევე დიდ ბრიტანეთში;  პროგრამული ბიუჯეტირება, ეფექტიანობის აუდიტი; ურთიერთობა პარლამენტსა და უმაღლეს აუდიტორულ ორგანოს შორის; დიდი ბრიტანეთის გამოცდილება და რეკომენდაციები საქართველოს პარლამენტსა და კონტროლის პალატას.

როგორც დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის წევრმა მაიკლ ფელონმა განაცხადა, ბრიტანელები  ქვეყნის ეკონომიკის ლიბერალიზაციის კუთხით ქართველების მიერ განხორციელებულ ძალისხმევას მიესალმებიან. “ამ მიმართულებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ხედვას. თქვენ იქნებით ცენტრი კავკასიაში რეგიონული ეკონომიკის კუთხით”, – განაცხადა სტუმარმა. მისი თქმით, ორივე ქვეყანა ერთი და იმავე გამოწვევების წინაშე დგას და ერთმანეთისაგან ბევრი რამ უნდა ისწავლოს.

სემინარში პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის წევრების გარდა, ფინანსთა სამინისტროს, კონტროლის პალატისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი