ეკონომიკა

130 მეტრის სიმაღლის ანბანის კოშკი ბათუმში

21 ოქტომბერი, 2010 • • 1189
130 მეტრის სიმაღლის ანბანის კოშკი ბათუმში

ბათუმში  130 მეტრის სიმაღლის ანბანის კოშკი აშენდება. იგი ესპანელმა არქიტექტორმა, ალბერტო დომინგო კაბომ დააპროექტა. კოშკი სფეროს ფორმის კონსტრუქციით ბოლოვდება, სადაც 4 სართული იქნება განთავსებული. აქ ტელესტუდიები, ობსერვატორია და მბრუნავი რესტორანი გაკეთდება, რომელიც ერთი საათის განმავლობაში იტრიალებს. კოშკის საფუძველში სიმბოლური კაფსულა მიხეილ სააკაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თბილისისა და ბათუმის მერებთან და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთად ერთად ჩადო.

პროექტი ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი მშენებლობა 5 თვეში უნდა დასრულდეს. ანბანის კოშკს ქართული კომპანია “მაგისტილი” ააშენებს. მშენებლობებზე 100-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი