ეკონომიკა

იმერეთის 7 სოფელი ერთმანეთს განახლებული გზით დაუკავშირდება

21 ოქტომბერი, 2010 • • 1161
იმერეთის 7 სოფელი ერთმანეთს განახლებული გზით დაუკავშირდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა  ვანის რაიონში შუამთა-ტობანიერის გზის 3,3 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.  იმერეთის 7 სოფლის მოსახლეობა ბაღდათი-ვანი-სამტრედიის ცენტრალურ გზასა და რაიონულ ცენტრს რეაბილიტირებული გზით დაუკავშირდება.

აღნიშნული გზა, რომლის რეაბილიტაციასაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად ახორციელებს, იმერეთის 7 სოფელს: ტობანიერს, კუშიბოურს, მიქელეფონს, შუამთას, ყუმურს, მაიშოურს და დუცხუნს აკავშირებს. მიმდინარეობს გზის სრული რეაბილიტაცია, სანიაღვრე სისტემისა და ხელოვნური ნაგებობების მოწესრიგება, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის დაგება  და საგზაო ნიშნების დამონტაჟება.

მასალების გადაბეჭდვის წესი