ეკონომიკა

სახაზინო ვალდებულებების №41 აუქციონის შედეგები

20 ოქტომბერი, 2010 • • 1133
სახაზინო ვალდებულებების №41 აუქციონის შედეგები

დღეს  სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №41 აუქციონი გაიმართა, რომელზეც ფინანსთა სამინისტრომ  20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 731 დღის ვადის მქონე სახაზინო ვალდებულებები გაიტანა. აუქციონში მონაწილეობა ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. ბანკების მხრიდან მოთხოვნამ  50 200 000 ლარი შეადგინა, მიღებული განაცხადების რაოდენობამ – 17, აქედან დაკმაყოფილდა 1.

აუქციონის შედეგით, დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალურმა 14.98%, მაქსიმალურმა 15.44%,  საშუალო შეწონილმა კი 15.200% შეადგინა.  

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №42 აუქციონი საქართველოს ეროვნულ ბანკში მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს გაიმართება. ფინანსთა სამინისტრო აუქციონზე 5 მლნ ლარის ოდენობის სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი