ეკონომიკა

აშშ-ის ათასწლეულის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის ვიზიტი საქართველოში

20 ოქტომბერი, 2010 • • 992
აშშ-ის ათასწლეულის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის ვიზიტი საქართველოში

დღეს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი დენიელ იოჰანესი 3-დღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა. აშშ-ის დელეგაცია საქართველოს ათასწლეულის გამოწვევის 395,3 აშშ მილიონი დოლარის ღირებულების შეთანხმების („კომპაქტის”) ფარგლებში მიმდინარე საქმიანობის პროგრესს შეაფასებს. აღნიშნული პროგრამა საქართველოს რეგიონებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და საწარმოთა განვითარებას ითვალისწინებს.

 კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი დენიელ იოჰანესი და აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილისა და საქართველოს ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი აბდუშელიშვილის თანხლებით, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებს ეწვევიან და  გზის პროექტის პროგრესს შეაფასებენ. კორპორაციის მიერ დაფინანსებული სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის საერთო ბიუჯეტიც 203,5 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრება, მიზნად ისახავს საგზაო-სატრანსპორტო ქსელის აღდგენას ამ ორ რეგიონში. პროექტის ფარგლებში მოხდება 220 კმ გზის მშენებლობა, მათ შორის, თურქეთისა და სომხეთის საზღვრებამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი