ეკონომიკა

აშშ-სა და ევროპაში საკვებზე ფასები იზრდება

20 ოქტომბერი, 2010 • • 1049
აშშ-სა და ევროპაში საკვებზე ფასები იზრდება

უკანასკნელი კვლევების მიხედვით– აშშ-ს, ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის და ესპანეთის მოსახლეობის უმეტესობა მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდგომ, საკვებ პროდუქტებზე ფასების მატებას განიცდის.

ახალი Financial Times/Harris Poll-ის მიხედვით, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპის 5 უდიდეს ქვეყანაში იკვლევს, თუ როგორი რეაქცია აქვს საზოგადოებას   საკვებ პროდუქტებზე ფასების მატებაზე და მომავალში რა გავლენას იქონიებს მათზე მარცვლეულის ფასების ზრდა, ადგენს, რომ ამჟამად ამ ქვეყნებში, აგრეთვე, გერმანიაში, მოსახლეობა წინა წლებთან შედარებით, გაცილებით მეტ ფულს ხარჯავს საკვებზე და ნაკლებად ეტანებიან ძვირად ღირებულ პროდუქტებს.

Financial Times-ის სტატიის თანახმად, საკვებზე ფასების ზრდა გამოწვეულია ფასების ზრდით ხორბალზე, ქერზე და სიმინდზე, კერძოდ, სიმინდის ფასმა 13.5% – ით, ხოლო ხორბლისამ კი 10% – ით მოიმატა, რაც, თავის მხრივ, გამოწვეულია უამინდობით რუსეთში, უკრაინაში, ჩრდილოეთ ევროპაში და კანადაში.

ევროპაში ჩატარებული კვლევების მიხედვით, ყოველი  10 მოზარდიდან 4 აღნიშნავს,  რომ იმ პროდუქტში, რომელსაც ადრეც ყიდულობდა, ახლა მეტ თანხას იხდის და დაახლოებით 2 მოზარდი 10 – დან  იმავე პროდუქტში  უფრო ნაკლებს ხარჯავს, ვიდრე ადრე.

მასალების გადაბეჭდვის წესი