ეკონომიკა

ბათუმის წყალმომარაგების ახალი რეზერვუარი ინჯალოში

19 ოქტომბერი, 2010 • • 1163
ბათუმის წყალმომარაგების ახალი რეზერვუარი ინჯალოში

ქალაქ ბათუმის წყალმომარაგებისთვის ახალი რეზერვუარი მალე ინჯალოში ამოქმედდება. რეზერვუარის მიმდინარე სამუშაოები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ დაათვალიერა. ინჯალოს რეზერვუარზე საძირკვლის ჩაყრის სამუშაოები უკვე დასრულებულია, ამ ეტაპზე დამხმარე კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი რეზერვუარი 2 წყალსაცავს აერთიანებს და 10 ათას ტონა წყალზეა გათვლილი.

ახალი რეზერვუარი ექსპლუატაციაში მომავალი წლის პირველ ნახევარში შევა. ინჯალოს რეზერვუარი, სალიბაურის რეზერვუართან ერთად, ქალაქის სრულ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს და უამინდობის შემთხვევაში, ბათუმს სასმელი წყლით 6 დღის განმავლობაში მოამარაგებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი