ეკონომიკა

რუსეთში ნავთობმომპოვებელი მრეწველობა კრიზისს განიცდის

19 ოქტომბერი, 2010 • • 1378
რუსეთში ნავთობმომპოვებელი მრეწველობა კრიზისს განიცდის

რუსეთში ნავთობმომპოვებელი მრეწველობა კრიზისს განიცდის. ნავთობიდან და გაზიდან შემოსული თანხები, ფაქტობრივად, რუსეთის ბიუჯეტის ნახევარს შეადგენს. ამ შემოსავლების ალტერნატივა კი, ჯერჯერობით, არ არსებობს. თუ რუსეთი შეინარჩუნებს ამჟამინდელი დაბეგვრის რეჟიმს, არსებობს საფრთხე, რომ 2020 წლისთვის ქვეყნის ბიუჯეტი  შემოსავლების მეხუთედს დაკარგავს, ეს ყველაფერი ნავთობის განვითარების გენერალური სქემიდან გამომდინარეობს, იუწყება ”ვედომოსტი”.

News.ru-ს ინფორმაციით, რუსეთში ნავთობის ინდუსტრიის განვითარების ორი სცენარი არსებობს, პირველი – გეგმური, რაც გულისხმობს, რომ ქვეყანა არსებულ ეკონომიკურ ვითარებაში განაგრძობს ნავთობის მაქსიმალურ მოპოვებას და  ახლანდელ საგადასახადო სისტემას არ ცვლის. მეორე – ქვეყანაში იცვლება საგადასახადო სისტემა, რაც გაზრდის ინვესტიციებს და წარმოების მოცულობას, აქედან გამომდინარე, 2030 წლისთვის  ქვეყნის ენერგეტიკული სტრატეგია შესრულდება, რაც 10 წლის შემდეგ  ნავთობმოპოვების  525 მლნ. ტონით(+6.3 მეტი ვიდრე წინა წელს)გაზრდას გულისხმობს.

მეორე სცენარის განსახორციელებლად, მომავალი 10 წლის განმავლობაში 7.2 ტრილიონი რუბლია საჭირო, საიდანაც 5.8 ტრილიონი ნავთობის მოპოვების განვითარებისთვის დაიხარჯება.

მასალების გადაბეჭდვის წესი