ეკონომიკა

2010 წლის 20 ოქტომბერი სტატისტიკის მსოფლიო დღეა

19 ოქტომბერი, 2010 • • 1186
2010 წლის 20 ოქტომბერი სტატისტიკის მსოფლიო დღეა

2010 წლის 20 ოქტომბერი სტატისტიკის მსოფლიო დღეა. ამ  დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოამზადა პლაკატი (პოსტერი), რომელიც სტატისტიკის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სპეციალური გამოფენისთვის, გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ეკონომიკურ-სოციალურ კომისიას (ქ.ბანგკოკი, ტაილანდი)  გაეგზავნა. გამოფენაზე საქართველოს სტატსამსახურს, ისევე როგორც კომისიის ყველა წევრ ქვეყანას, საკუთარი კუთხე ექნება.

ამ დღესთან დაკავშირებით, 20 ოქტომბერს, 11 საათზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე საუკეთესო ინტერვიუერებს სიგელებით დააჯილდოვებს. უახლოეს დღეებში სპეციალური სერტიფიკატები გადაეცემათ იმ საწარმოებს, რომლებიც ყველაზე აქტიურად თანამშრომლობენ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან.

20 ოქტომბერი სტატისტიკის მსოფლიო დღედ 2010 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის   № 64/267 რეზოლუციით დაწესდა და იგი წელს პირველად აღინიშნება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი