ეკონომიკა

სამშენებლო სექტორის ბრუნვის მოცულობა იზრდება

19 ოქტომბერი, 2010 • • 1164
სამშენებლო სექტორის ბრუნვის მოცულობა იზრდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წლის მეორე კვარტალში სამშენებლო სექტორის ბრუნვის მოცულობამ 388 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 33%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და 59,9%-ით – 2010 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს.

2010 წლის მეორე კვარტალში სამშენებლო სექტორის გამოშვების მოცულობამ 385,9 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 33,3%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და 65,3%-ით 2010 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს.

2010 წლის მეორე კვარტალში სამშენებლო სექტორის წილი მთლიანი შიდა პროდუქტის 6,5%-ს შეადგენს. ამავე პერიოდში სამშენებლო სექტორში დასაქმებული იყო 31 397 კაცი, რაც 16,1%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს და 19,9%-ით – 2010 წლის პირველი კვარტლის მონაცემს.

აღნიშნულ პერიოდში სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 777,9 ლარს შეადგენდა, რაც 6,5%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და 22,6%-ით 2010 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი