ეკონომიკა

„საქართველოსა და აზერბაიჯანს სამაგალითო ურთიერთობა აქვთ“

17 ოქტომბერი, 2010 • • 1116
„საქართველოსა და აზერბაიჯანს სამაგალითო  ურთიერთობა აქვთ“

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქართველ კოლეგას გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, ხაზი გაუსვეს სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელობას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და მომავალი თანამშრომლობის გეგმებიც დასახეს.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, შეხვედრა საინტერესო იყო. საქართველოსა და აზერბაიჯანს სამაგალითო ურთიერთობა აქვთ, ისეთი, როგორიც უნდა ჰქონდეს ორ სტრატეგიულ პარტნიორს. მან, აგრეთვე, აღნიშნა, რომ ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომელიც სამინისტროების დეპარტამენტების დირექტორების დონეზე ორმხრივ კონსულტაციებს ითვალისწინებს, რათა მათი მოქმედება საერთაშორისო არენაზე შეთანხმებული და კოორდინირებული იყოს.

ელმარ მამედიაროვის განცხადებით, – „შეხვედრაზე განხილვის ძირითად თემას ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხები წარმოადგენდა, მათ შორის, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების, ვაჭრობის გაფართოებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით“.

მასალების გადაბეჭდვის წესი