ეკონომიკა

საქართველოში ფულადი გზავნილების რაოდენობით რუსეთი ლიდერობს

17 ოქტომბერი, 2010 • • 1110
საქართველოში ფულადი გზავნილების რაოდენობით რუსეთი ლიდერობს

2010 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 84.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.4 მლნ აშშ დოლარით, ანუ 5.5%-ით მეტია 2009 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა რუსეთიდან (5.7 მლნ აშშ დოლარით), თურქეთიდან (0.9 მლნ აშშ დოლარით), იტალიიდან (0.6 მლნ აშშ დოლარით), აგრეთვე ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.9%  იმ 9 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს ქვეყნებია: რუსეთი (49.6 მლნ აშშ დოლარი), აშშ (6.4 მლნ აშშ დოლარი), საბერძნეთი (5.3 მლნ აშშ დოლარი), იტალია (4.4 მლნ აშშ დოლარი), უკრაინა (3.9 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (3.3 მლნ აშშ დოლარი), ესპანეთი (1.8 მლნ აშშ დოლარი), გერმანია (1.4 მლნ აშშ დოლარი), ისრაელი (1.1 მლნ აშშ დოლარი). იმავე 9 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 90.2% მოდიოდა.

2010 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 7.2 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 6.3 მლნ აშშ დოლარისა გასული წლის სექტემბერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი