ეკონომიკა

15 ოქტომბრიდან მიმოქცევაში 8 სახეობის საფოსტო მარკა გავიდა

17 ოქტომბერი, 2010 • • 1180
15 ოქტომბრიდან მიმოქცევაში 8 სახეობის საფოსტო მარკა გავიდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში რვა სახეობის ახალი საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი  და სხვა ოფიციალური პირები, აგრეთვე ვანკუვერის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული სპოტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახის წევრები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახის წევრებს საჩუქრად ტრაგიკულად დაღუპული სპორტსმენისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკა გადასცა. მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა საქართველოს პირველ ლედის, სანდრა ელისაბედ რულოვსს გადაუხადა; სწორედ მას ეკუთვნის ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მარკის დამზადების იდეა.

საფოსტო მარკები 15 ოქტომბრიდანაა მიმოქცევაში გასული. ისინი  შემდეგი თემატიკისაა:

  • ”ქართული ანბანი – მსოფლიოში უნიკალური დამწერლობა”
  • ”ნოდარ ქუმარიტაშვილი”
  • ”ევროპა – ასტრონომია”
  • ”დავით-გარეჯი”
  • ”საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები – ევროპის ერთა თასის სამგზის მფლობელი”
  • ”საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები – ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჭადრაკში”
  • ”საქართველოს ფლორა”
  • ”საქართველოს ფაუნა”

მათი შეძენა შესაძლებელი იქნება შპს ”საქართველოს ფოსტის” საფოსტო განყოფილებებში და სერვის ცენტრებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი