ეკონომიკა

საქართველოში ბიზნეს სუბიექტების უმეტესი ნაწილი ვაჭრობითაა დაკავებული

15 ოქტომბერი, 2010 • • 1166
საქართველოში ბიზნეს სუბიექტების უმეტესი ნაწილი ვაჭრობითაა დაკავებული

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2010 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს ბიზნეს სექტორში 318 346 სუბიექტია დარეგისტრირებული.

ბიზნეს სუბიექტების საერთო რაოდენობის უმეტესი ნაწილი, 77.3% – ვაჭრობის, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტზე მოდის.

საქმიანობის სახეების მიხედვით, ბიზნეს რეგისტრი შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი – 77.3%;
  • კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა – 4.9%;
  • დამამუშავებელი მრეწველობა – 4,7%;
  • ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა -2,6%;
  • ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 2,5%;
  • მშენებლობა – 1,8%;
  • სასტუმროები და რესტორნები – 1,5%;
  • საფინანსო შუამავლობა -0.6%;
  • სხვა – 4.1%.

ბიზნეს სუბიექტების უმეტესობა, კერძოდ, 46% ქ. თბილისშია დარეგისტრირებული. დედაქალაქს მოყვება: იმერეთი – 12.2%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 8.2%, ქვემო ქართლი – 7.9 %, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 6.2%, კახეთი – 5.5%, შიდა ქართლი – 5%, სხვა – 9.2%.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი