ეკონომიკა

სასტუმროებისა და რესტორნების ბრუნვის მოცულობა გაიზარდა

15 ოქტომბერი, 2010 • • 1189
სასტუმროებისა და რესტორნების ბრუნვის მოცულობა გაიზარდა

2010 წლის მეორე კვარტალში სასტუმროებისა და რესტორნების ბრუნვის მოცულობამ 83,0 მლნ.ლარი შეადგინა, რაც 99.5 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და 22.4 %-ით 2010 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს.

2010 წლის მეორე კვარტალში სასტუმროებისა და რესტორნების გამოშვების მოცულობამ 78,5 მლნ.ლარი შეადგინა, რაც 89.6 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და 21.9 %-ით – 2010 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს.

2010 წლის მეორე კვარტალში დარგის წილმა მთლიანი შიდა პროდუქტის 2.1 % შეადგინა. ამავე პერიოდში სასტუმროებსა და რესტორნებში დასაქმებული იყო 13 358 კაცი, რაც 51.6%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს და 9.0%-ით 2010 წლის პირველი კვარტლის მონაცემს. საწარმოთა ზომის მიხედვით, დასაქმებულთა რაოდენობის მნიშვნელოვანი წილი – 45.2% მსხვილ საწარმოებზე მოდის. მცირე საწარმოებს 35.5 % უჭირავს, ხოლო საშუალო საწარმოებს – 19.3%.

ამავე პერიოდში დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურებამ 404,0 ლარი შეადგინა და 12.7 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და 8.5%-ით – 2010 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი