ეკონომიკა

დაკავება ქრთამის აღების ფაქტზე

15 ოქტომბერი, 2010 • • 1310
დაკავება ქრთამის აღების ფაქტზე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის კონტროლის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი ზურაბ პარკაული დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ  პარკაული მეწარმეებს  წინასწარ ატყობინებდა ე.წ. „საკონტროლო შესყიდვების  ჩატარების შესახებ“, რითაც  მათ    სავალდებულო გადასახადებისაგან თავის არიდების საშუალებას აძლევდა, მეწარმეებისაგან კი ყოველთვიურად,  ქრთამის სახით, 500 ლარს იღებდა.

სამართალდამცველებმა პარკაული  ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი