ეკონომიკა

იმპორტის ღირებულება აშშ–ში

13 ოქტომბერი, 2010 • • 1101
იმპორტის ღირებულება აშშ–ში

იმპორტის ღირებულება აშშ–ში სექტემბრის თვეში, წინა თვეებთან შედარებით, 0,3 % – ით დაეცა წინა,  მაგრამ  ეს მაჩვენებელი 3.5 %–ით აღემატება წინა წლების  მონაცემებს. ეს ინფორმაცია  ოთხშაბათს, 13 ოქტომბერს, გამოქვეყნდა აშშ–ს შრომის სამინისტროს მიერ (US Department of Labor). ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ფასები იმპორტზე   0.2 % – ით დაიწევს   და ექსპორტზე 0.3 % – ით მოიმატებს.                                                                                                                           

სამომხმარებლო პროდუქტების, მანქანების ღირებულება, წინა წლებთან შედარებით, 0.1 % – ით არის გაძვირებული, ხოლო  ხანგრძლივი სამომხმარებლო საქონელი, როგორებიცაა ტელევიზორი და ტელეფონი, ძველ ფასზე დარჩა.

დაზუსტებული მონაცემებით, აგვისტოში აშშ–ში იმპორტული პროდუქტების და მომსახურების ფასები  0.6 % – ით, ხოლო ექსპორტულ საქონელზე და მომსახურებაზე – 0.8 %–ით გაიზარდა.

იმპორტისა და ექსპორტის ფასების ინდექსი ეკონომიკური მდგომარეობის დასახასიათებლად გამოიყენება. გარდა იმისა, რომ იმპორტული საქონელი   აშშ–ს სამომხმარებლო პროდუქტების საერთო რაოდენობის 15 % – ს წარმოადგენს,  იმპორტული საქონლის ფასების  ცვლილება პირდაპირ აისახება ინფლაციაზე.  ეს იძულებულს ხდის, ამერიკულ კომპანიებს თავიანთ პროდუქტებზე ფასი დააკლონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი