ეკონომიკა

”ვისოლის” ახალი პროდუქტი

12 ოქტომბერი, 2010 • • 1176
”ვისოლის” ახალი პროდუქტი

„ვისოლი“ კომპანია „ტოტალის“ საავტომობილო ზეთების ექსკლუზიური იმპორტიორი გახდა. ამიერიდან, კომპანიის მომხმარებლებს, „ტოტალის“ ზეთებისა და საპოხი მასალების შეძენა „ვისოლის“ ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით არსებულ ავტოგასამართ სადგურებზე შეეძლებათ.

„ვისოლის“ ინფორმაციით, ნავთობკომპანია „ტოტალთან“ გრძელვადიანი ხელშეკრულება გაფორმდა, რითაც „ვისოლი“ „ტოტალის“ საავტომობილო ზეთებისა და საპოხი მასალების ექსკლუზიური იმპორტიორი გახდა საქართველოში.

„ტოტალის“ შემოსვლასთან ერთად, „ვისოლში“ ავტოტექმომსახურების ახალი პროდუქტების დანერგვა და მომსახურების ახალი სტანდარტების დამკვიდრებაც იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი