ეკონომიკა

გურიის ეკონომიკური ფორუმი

11 ოქტომბერი, 2010 • • 1073
გურიის ეკონომიკური ფორუმი

გურიაში ეკონომიკური ფორუმი ჩატარდა. მას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი დაესწრო. ფორუმზე გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი პოლონეთის ვერბკოვიცესა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს შორის.

ოზურგეთის სპორტის სასახლეში რეგიონის 15-მდე კომპანიის მონაწილეობით გურული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ფორუმის მიზანია რეგიონის და გურული პროდუქციის პოპულარიზაცია, ასევე ახალი საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება.

ფორუმი მოეწყო გურიის აგრობიზნესცენტრის მიერ წარდგენილი და ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის “გურიის ეკონომიკური პოტენციალის ზრდა” ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ფორუმი გურიაში პირველად ჩატარდა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი