ეკონომიკა

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისთვის ტენდერი გაიმართება

11 ოქტომბერი, 2010 • • 1143
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისთვის ტენდერი გაიმართება

2010 წლის 18 ოქტომბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონი გაიმართება.

აუქციონი გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით გაიმართება და გამოტანილი იქნება 2 ობიექტი:

შიდა ქართლში, გორის სატყეო უბანზე, ორმოცის ყოფილი სატყეო, წიწვოვანის ჯიში (ფიჭვი, სოჭი, ნაძვი), საწყისი ფასით 88 000 ლარი;

შიდა ქართლში, ქარელის სატყეო უბანზე, ზღუდურის ყოფილი სატყეო, წიწვოვანისა (ფიჭვი, ნაძვი) და წიფელის ჯიშები, საწყისი ფასით 80 000 ლარი; აღნიშნულ ობიექტებზე, ლიცენზიის მოქმედების ვადა 10 წლით განისაზღვრება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, 2010 წლის პირველ 6 თვეში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით გამართული აუქციონების შედეგად შემოსული თანხა 4,5 მლნ. ლარს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი