ეკონომიკა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ანტიკრიზისული საბჭოს წინაშე წარსდგა

11 ოქტომბერი, 2010 • • 1159
სოფლის მეურნეობის მინისტრი ანტიკრიზისული საბჭოს წინაშე წარსდგა

ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა სოფლის მეურნეობის სფეროში დაგროვილ პრობლემებზე ისაუბრა.

 მან საბჭოს წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სოფლის მეურნეობაში არსებული მდგომარეობის შესახებ და 2011 წლისათვის სამინისტროს სამოქმედო გეგმასა და პრიორიტეტებზეც ისაუბრა. მნიშვნელოვანია, რომ მომავალი წლისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი თითქმის 45 მლნ. ლარით იზრდება. აღნიშნული თანხა მნიშვნელოვანი პროგრამებისთვის არის გამოყოფილი.

მინისტრის თქმით, პირველ რიგში, სამინისტრო იმ პრობლემების აღმოფხვრაზე იზრუნებს, როგორიცაა გვალვა, წყალდიდობა და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემები. თანხები დახარჯული იქნება ასევე საირიგაციო სისტემების მოწესრიგებისათვის. მინისტრის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების 50–დან 43 სოფელში ეს პრობლემა  წელს უკვე მოგვარდა, დანარჩენი სოფლებისთვის კი მომავალ წელს გადაიჭრება.

კვეზერელის თქმით, საქართველოში შემოიტანენ სათესლე მასალას, რომელიც ბევრად უფრო გვალვაგამძლე და ადაპტირებული იქნება ქვეყნის ბუნებრივ პირობებთან.

ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე ასევე ქართულ ჩაისა და პურის ხარისხის გაუმჯობესებაზეც ისაუბრეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი