ეკონომიკა

ახალი პროდუქტი ”Toshiba”-სგან

11 ოქტომბერი, 2010 • • 1303
ახალი პროდუქტი ”Toshiba”-სგან

”Toshiba”-მ დაამარცხა მისი კონკურენტები და პირველმა გამოიგონა 3D ტელევიზორი, რომელსაც სპეციალური სათვალე არ სჭირდება.

მაღალი სიზუსტის ტექნიკა  ახალ ილუზიებს გვთავაზობს სურათების აღქმის დროს. იგი გაყიდვაში  დეკემბრიდან გამოვა და დაახლოებით 1,000  ევრო ეღირება. ევრონიუსის ინფორმაციით, ”Toshiba” ჯერჯერობით არ გეგმავს  ტელევიზორების გაყიდვას იაპონიის გარეთ.

ისეთი კომპანიებს, როგორიცაა Samsung, Sony და Panasonic, წამყვანი ადგილი უჭირავთ 3D ტელევიზორების წარმოებაში, თუმცა მხოლოდ”Toshiba -მ” შეძლო განევითარებინა 3D ტელევიზორი სათვალის გარეშე. კვლევითი ფირმა iSupply  4,2 მილიონი 3D ტელევიზორის გაყიდვას ელის ამ წელიწადში.  ეს დაახლოებით 2%-ია ყველა LCD მოდელის, რომელთა გაყიდვა 2015 წლისთვის. 78 მილიონამდე გაიზრდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი