ეკონომიკა

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ახალი ინიციატივა

10 ოქტომბერი, 2010 • • 1045
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ახალი ინიციატივა

პრეზენტაციას ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი კახა კობერიძე და აღმასრულებელი დირექტორი ლევან კალანდაძე უძღვებოდნენ.

კანონპროექტი მიზნად ისახავს ნაციონალურ და რეგიონალურ დონეზე ეკონომიკური პროგრამების მიზნობრივად წარმართვას და მონაცემთა ზუსტი ბაზის უზრუნველყოფას. ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ დღეს არსებული ყველა პროექტი არასწორია, რადგან  ქვეყანაში არსებული სამართლებრივი სფერო არ მოიცავს მცირე ბიზნესის ხელშემწყობ ნორმატივებს და ძირითადი მიმართულება მცირე ბიზნესის განვითარებაზე უნდა  გაკეთდეს. მათი თქმით, სიღარიბის დაძლევა და სამუშაო ადგილების შექმნა მცირე ბიზნესის პრიორიტეტად მიჩნევა.

საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადების სახით რეგისტრაციამდე პროექტი გადაეგზავნება საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, ხოლო თავის მხრივ, ასოციაცია მზადაა ყველა შეკითხვას დეტალურად უპასუხოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი