ეკონომიკა

საეჭვოდ გაზრდილი პროცენტები

8 ოქტომბერი, 2010 • • 1071
საეჭვოდ გაზრდილი პროცენტები

მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს გაიმართა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №39 აუქციონი.

ფინანსთა სამინისტრომ აუქციონზე 10 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 336 დღის ვადის მქონე სახაზინო ვალდებულებები გაიტანა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. ბანკების მხრიდან მოთხოვნამ შეადგინა 25 550 000 ლარი. მიღებული განაცხადების რაოდენობამ 6 შეადგინა, აქედან დაკმაყოფილდა 4 .

აუქციონის შედეგით, დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 13.93%, მაქსიმალური 14.43%, საშუალო შეწონილი 14.231%. 

იმ დროს, როდესაც კომერციული ბანკების ნაწილი მოსახლეობას სესხებს 14 პროცენტად სთავაზობს, დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთები ბევრ კითხვას ბადებს.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის 29 სექტემბერს გამართული №38 აუქციონის შედეგად დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად დაბალი იყო. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, №38 აუქციონზე მინიმალურმა, მაქსიმალურმა და საშუალო შეწონილმა განაკვეთმა 11.390% შეადგინა. 

თუმცა, ის ფაქტი, თუ რამ გამოიწვია საპროცენტო განაკვეთის მნიშვნელოვანი ზრდა ფინანსთა სამინისტროს მხრიდან, განმარტებული არ არის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი