ეკონომიკა

პარლამენტმა 2011 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო

5 ოქტომბერი, 2010 • • 1178
პარლამენტმა 2011 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო

2010 წლის 4 ოქტომბრიდან საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა დაიწყო. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ ბიუროს გუშინდელ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით,  წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდა იგეგმება, რომელიც მთლიანად ეკონომიკის სტაბილურობას მოხმარდება. “მომდევნო წლისთვის სახელმწიფო ხარჯების ზრდა არ მოხდება და ის დამატებითი თანხები, რომელიც 2.5 მლრდ. ლარს შეადგენს, ეკონომიკის ზრდას და სტაბილურობას მოხმარდება”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.  

მასალების გადაბეჭდვის წესი