ეკონომიკა

უცხოეთიდან საქართველოში საბანკო გადარიცხვები მარტივდება

5 ოქტომბერი, 2010 • • 1593
უცხოეთიდან საქართველოში საბანკო გადარიცხვები მარტივდება

საქართველოს მოქმედი კომერციული ბანკები საერთაშორისო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციების საზოგადოების (SWIFT) BICplusIBAN–ის ცნობარში შევლენ.

SWIFT-ის BICPlusIBAN ელექტრონული ცნობარია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ფინანსური ინსტიტუტების შესახებ მონაცემებს შეიცავს. ცნობარის განახლება ყოველთვიურად ხორციელდება.

BICplusIBAN–ის სისტემის გამოყენებით, გაადვილდება უცხოეთიდან საქართველოში IBAN ფორმატში წარმოდგენილ ანგარიშებზე თანხის გადმორიცხვა.

 ICplusIBAN სერვისით მოსარგებლე ბანკში გადამხდელმა საკმარისია  მიმღების IBAN ანგარიში და კლიენტის დასახელება წარადგინოს. მანამდე თანხის გადმორიცხვისას საჭირო იყო მიმღები ბანკის კოდი, ბანკის დასახელებისა და სხვა რეკვიზიტების წარდგენა.

საქართველოში საერთაშორისო საბანკო ანგარიშების ნომრების (IBAN) ფორმატის გამოყენება 2010 წლის 3 მაისიდან დაიწყო. IBAN ანგარიშების ნომრები, საქართველოს გარდა, კიდევ 50 სახელმწიფოში გამოიყენება.

SWIFT-ის ელექტრონულ ცნობარში საქართველო ეროვნული ბანკის ორგანიზებით მოხვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი