დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ორი ტიპის აუქციონი გამართა, რომლის შედეგადაც საერთო ჯამში 192 288 000 ლარი გასცა.
ეროვნული ბანკის 91 დღიან 31-ე სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 12 288 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. საერთო ჯამში ფასიანი ქაღალდები 6-მა კომერციულმა ბანკმა შეიძინა.
რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს: მინიმალური საპროცენტო განაკვეთით 8% , მაქსიმალური 9.4%.
დღესვე, 7 დღიან, 31-ე აუქციონზე ორმა კომერციულმა ბანკმა ეროვნული ბანკისგან აიღო 180 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი, რომლის მინიმალური საპროცენტო განაკვეთია 6,5 ხოლო მაქსიმალური 6.6%.