ეკონომიკა

დაკრედიტების პრიორიტეტული დარგები

5 აგვისტო, 2010 • • 1183
დაკრედიტების პრიორიტეტული დარგები

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობამ 5.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 80-ზე მეტი პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე მოდის. ესენია: მრეწველობა, მშენებლობა და ვაჭრობა

თუმცა ამ სამი დარგიდან ლიდერობს ვაჭრობის სფერო. ყველაზე დიდი ხვედრითი წილით, 47.8%-ით. ვაჭრობის სფეროზე გაცემული კრედიტების მოცულობამ 1,6 მლრდ. ლარი შეადგინა.

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილი იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 22,1%-ს შეადგენს, რაც 2010 წლის 1ივლისისათვის 732,1 მლნ.ლარით განისაზღვრა.

10,9% მოდის მშენებლობაზე, რაც 361,3 მლნ. ლარია

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 74 მლნ. ლარით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 71 მლნ. ლარით გაიზარდა.

.იურიდიული პირებისათვის, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 699 მლნ. ლარის ,წინა თვესთან შედარებით  36,5 მლნ. ლარით მეტი, ხოლო უცხოური ვალუტით 44,2 მლნ. ლარით მეტი მოცულობის სესხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი