ეკონომიკა

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია 13 ობიექტზე გაიყიდა

26 ივლისი, 2010 • 1233
სასარგებლო  წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია 13 ობიექტზე გაიყიდა

26 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონი ჩაატარა.  აქუციონზე სამინისტრომ 19 ობიექტის ლიცენზია გამოიტანა, საიდანაც 13 გაიყიდა.

ჯამში  ლიცენზიების გაყიდვით მიღებულმა შემოსავალმა 306 957 ლარი შეადგინა.

ყველაზე ძვირად, სოფელ ნატახტარში “ნატახტარის” მტკნარი სასმელი წყლის საბადოს ლიცენზია  გაიყიდა. შპს “ნატახტარის წყლებმა” ის 161 506 ლარად შეიძინა.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კონკურენცია მხოლოდ ერთ ობიექტზე დაფიქსირდა. სხვა ობიექტებზე კი კომპანიებმა კონკურენციის გარეშე  შეიძინეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, რაც ნიშნავს, რომ ობიექტები გასაყიდ ფასად გაიყიდა.

კონკურენციის შედეგად ქალაქ ქუთაისში, მდინარე რიონზე ქვიშა-ხრეშის გამოვლინება 55 793 ლარად გაიყიდა. ობიექტის ლიცენზიის გასაყიდი ფასი 11 800 ლარი იყო.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი