ეკონომიკა

რა იყიდება დღეს

14 ივლისი, 2010 • • 1764
რა იყიდება დღეს

დღეს საქართველოს ეროვნული ბანკი სახაზინო ობლიგაციების  აუქციონს გამართავს.  აუქციონზე გამოტანილი იქნება 20  000  000 (ოცი  მილიონი) ლარის ნომინალური ღირებულების  20 000  სახაზინო  ობლიგაცია.
 სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“  აცხადებს აუქციონს სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების  პრივატიზების მიზნით.
გასაყიდი ტრანსპორტი: ავტომანქანა ”ფოლკსვაგენ-ჯეტა” -4000 ლარი, მიკროავტობუსი ”რენო”- 6800 ლარი, ავტომანქანა ”ისუძუ-ტროპერი” -4600 ლარი.

იმართება იძულებითი აუქციონებიც.

პირველი იძულებითი აუქციონი 12 საათზე გაიმართება.

უძრავი ქონება მდებარეობს რვასართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე, ქალაქ რუსთავში. საცხოვრებელ ბინას გააჩნია ხის კარები.

უძრავი ქონება  კრედიტის გადაუხდელობის გამო იყიდება კრედიტორის – თიბისი ბანკის სასარგებლოდ.  უძრავი ქონება შეფასებულია თორმეტიათას ხუთას ლარად.

აჭარის სააღსრულებო ბიუროში, ქალაქ ბათუმში,  14 საათზე განმეორებით გაიმართება იძულებითი აუქციონი, სადაც თი-ბი-სი ბანკი ყიდის თავისი მოვალის ქონების შემდეგ ჩამონათვალს:
1.    ტელევიზორი ,,სამსუნგი” – ერთი ცალი 37.5 ლარი;
2.    სამეული ,,ყავისფერი” – ერთი ცალი 78.5 ლარი;
3.    სამზარეულოს მაგიდა – ერთი ცალი 20 ლარი;
4.    სავარძელი – 4 ცალი 100 ლარი, თითოეულის ფასია 25 ლარი;
5.    ჭაღი – ერთი ცალი 30 ლარი;
6.    პერსონალური კომპიუტერი ,, სამსუნგი – ერთი ცალი 112.5 ლარი;
7.    მაგიდა – ერთი ცალი 100 ლარი;
8.     რბილი სავარძელი – ექვსი ცალი 150 ლარი, თითოეულის ფასია 25 ლარი;  
9.    ტელევიზორი ,,ფილიფსი” – ერთი ცალი 30 ლარი;
10.    საძინებელი, კერძოდ: საწოლი-1 ცალი; კარადა-1ცალი ე.წ. ტრილიაჟი-1 ცალი ე.წ ,,ტუბოჩკა”- 2 ცალი – 200 ლარი;
11.     ტელევიზორის დასადგამი – ერთი ცალი 12.5 ლარი;
12.    პორტრეტი (ბუნების გამოსახულებით) – ერთი ცალი 22.5 ლარი;
13.    გაზქურა – ერთი ცალი 25 ლარი;
14.    ჭაღი – ერთი ცალი 37.5 ლარი;
15.    სარკე – ერთი ცალი 30 ლარი;
16.    სარეცხი მანქანა – ერთი ცალი 20 ლარი;
17.    საწერი მაგიდა – ერთი ცალი 25 ლარი;
18.    კედლის საათი ,,ოქროსფერი” – ერთი ცალი 37.5 ლარი;
19.    შანდალი – ორი ცალი 50 ლარი, თითოეულის ფასია 25 ლარი;
20.    კუთხის სამეული ,,ყავისფერი” – ერთი ცალი 37.5 ლარი;
21.    პორტრეტი (გ.მესხის ნახატი 2000წ) – ერთი ცალი 17.5 ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი