ეკონომიკა

მიწისა და საძოვრების პრივატიზების ახალი სტრატეგიები

12 ივლისი, 2010 • 1253
მიწისა და საძოვრების პრივატიზების ახალი სტრატეგიები

”ბიზნესკურიერის” ინფორმაციით

სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში ცვლილება შედის.

ცვლილების თანახმად, მათ, ვისაც მიწა იჯარით აქვთ აღებული, შესყიდვის უპირატესი უფლების გამოსაყენებლად ორწლიანი ვადა ეძლევათ. თუ მიწას ამ პერიოდში ვერ ან არ იყიდიან, მიწაზე საკუთრების უფლებას დაკარგავენ.

შეიცვალა თვითმმართველობის კანონიც. ამიერიდან საძოვრების იჯარით გაცემა ცენტრალური სახელმწიფოს პრეროგატივა ხდება. ცვლილების მიზანი კანონმდებლების აზრით იმ პრობლემების მოგვარებაა, რომელიც საძოვრების ერთიანი სტრატეგიის გარეშე გასხვისებამ გამოიწვია.  

მასალების გადაბეჭდვის წესი