ეკონომიკა

სავალუტო აუქციონის სიხშირე შემცირდა

12 ივლისი, 2010 • 1181
სავალუტო აუქციონის სიხშირე შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სავალუტო აუქციონის სიხშირე შემცირდება. ეროვნული ბანკი აქამდე კვირაში ორჯერ მართავდა აუქცონს. დღეიდან კი აუქციონი მხოლოდ სამშაბათობით გაიმართება.

ამ გადაწყვეტილების მიზეზად ეროვნულ ბანკში სავალუტო ბაზრის განვითარებას ასახელებენ.

თუმცა, სავალუტო ბანკი რიგგარეშე სავალუტო აუქციონებსაც გამართავს, სადაც ლარის კურსს დააბალანსებს.

2009 წლის მაისიდან თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ინტერვენციები სავალუტო აუქციონმა ჩაანაცვლა. აუქციონების შემოღებით შეიცვალა ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენის მეთოდოლოგია და შემცირდა ყოველდღიური ინტერვენციების საჭიროება. თავდაპირველად აუქციონების დღეებად სამშაბათი და პარასკევი განისაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი