ეკონომიკა

ზაფხულის პირველი აუქციონი

2 ივნისი, 2010 • • 1316
ზაფხულის პირველი აუქციონი

ივნისის თვეში ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი შენატანი სახელმწიფო ბიუჯეტში 400 ათასი დოლარი იყო.

1 ივნისს სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ოთხი ობიექტის გაყიდვით ეკონომიკის განვითარების სამინისტრომ 400 ათასი დოლარი მოიპოვა.

გაყიდულ ობიექტთა რიცხვში, ყველაზე ძვირადღირებული, გუდაურში მდებარე  16 ათასი კვ.მ მიწის ფართია.

„გუდაური სქი რესორთმა“ ფართში 265 ათასი დოლარი გადაიხადა.

ივნისის თვეში ეს პირველი აუქციონია, რომელიც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გამართა.

მაისში სამინისტრომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 8 ობიექტი გაყიდა.საერთო ჯამში გასული თვის მანძილზე სახელმწიფო ბიუჯეტში აუქციონებზე გაყიდული ქონებით 672 ათასი დოლარი შევიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი