ეკონომიკა

შეხვედრა უკეთესი სატრანსპორტო სისტემისთვის

12 მაისი, 2010 • • 1254
შეხვედრა უკეთესი სატრანსპორტო სისტემისთვის

სასტუმრო  «თბილისი მარიოტში» მსოფლიო  ბანკის ორგანიზებით დონორების  მეოთხე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო სახრეთ კავკასიის  რეგიონში ტრანსორტის განვითარების პერსპექტივების განხილვა.  

პარიზში გამართული წინა სამი შეხვედრის  მსგავსად, აღნიშნული შეხვედრის ძირითადი თემა, სამხრეთ კავკასიაში, ტრასპორტის სექტორში დონორთა თანამშრომლობის გაუმჯობესება და დონორებს შორის შეხედულებათა გაზიარება არის. ასევე, ამიერკავკასიის ქვეყნებს შორის დისკუსია და საერთო სტრატეგიის შემუშავება არის. 

«დღევანდელი შეხვედრა საქართველოსთვის და ყველა მონაწილე მხარისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ნაბიჯი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის შეთანხმებული მოქმედებისკენ”, – განაცხადა დავით ტყეშელაშვილმა, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა. 

”ასეთი  შეხვედრებით მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ დონორთა პროგრამის   განხორციელებას სამხრეთ კავკასიაში. შეხვედრები ამიერკავკასიის ქვეყნების აღნიშნული სექტორის მაღალი თანამდებობის პირებს  აძლევს შესაძლებლობას წარმოადგინონ საუთარი სახელმწიფოს ეროვნული პროგრამები”- განაცხადა ასად ალამმა, მსოფლიოს ბანკის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენელმა.  

”ეს შეხვედრა სომხეთისთვის განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია, რადგან იგი  გვაძლევს შანსს გავაუმჯობესოთ  რეგიონული შესაძლებლობები. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ  ჩვენი ქვეყნების საქმიანობა ტრასპორტის სფეროში. იმედი მაქვს ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება ამ საკითხში”, – განაცხადა სომხეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციის მინისტრმა მანუკ ვარდანიანმა. 

სატრანსპორტო  კორიდორის გაფართოება  და ევროპისა და აზიის სტრუქტურებში ინტეგრაცია არის განსაკუთრებულად  მნიშვნელოვანი. ეს შეხვდერა მონაწილე მხარეებს და დონორებს,  აზრთა გაცვლისა და უფრო მჭირდო თანამშრომლობის საშუალებას  გვაძლევს”,- აცხადებს მუსა პანაბოვი, აზერბაიჯანის ტრანსპორტის სამინისტორს წარმომადგენელი.  

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის მთავრობების და სატრანსპორტო სექტორში ჩართული ყველა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი