ეკონომიკა

”ჩრდილოეთის ნაკადის“ მშენებლობა ბალტიის ზღვის ფსკერზე აპრილში დაიწყება

16 თებერვალი, 2010 • 1817
”ჩრდილოეთის ნაკადის“ მშენებლობა ბალტიის ზღვის ფსკერზე აპრილში დაიწყება

იამალის ნახევარკუნძულიდან ბალტიის ფსკერის გავლით ევროპაში გაზის მიწოდების პროექტის, “ჩრდილოეთის ნაკადის“ (Nord Stream) აგება საბოლოოდ გადაწყდა, წერს რუსული სააგენტო RIAnews.

ფინეთის ხელისუფლებამ თანხმობა განაცხადა მას შემდეგ, რაც ჰელსინკის ეკოლოგიურ ფორუმზე წარმოადგინეს ანგარიში, რომლის თანახმად ბალტიის გაზის მარშრუტი ბუნებას საფრთხეს არ შეუქმნის. უკვე აპრილში დაიწყება სამუშაოები ზღვის მონაკვეთზე ქალაქ ვიბორგის რაიონში.

პროექტმა გაზით გარანტირებული მომსახურება უნდა უზრუნველყოს ევროპის მოსახლეობის მესამედი. მისი მეოხებით თავიდან იქნება აცილებული, აგრეთვე, სატრანზიტო პრობლემები – ძირითადათ ფინანსური, თუმცა ხშირად ასახელებენ პოლიტიკურ სიტუაციასაც, იუწყება უკრაინული ”უნიანი”.

”ჩრდილოეთის ნაკადის“ ღირებულება დაახლოებით 7 მილიარდ ევროდაა შეფასებული. ამ მარშრუტით ბუნებრივი აირით გადატუმბვით მიღებული წლიური შემოსავალი შეადგენს დაალოებით ნახევარ მილიარდ დოლარს.

გაზსადენით ევროპაში ყოველწლიურად სატრანზიტო ქვეყნების გვერდის ავლით გადატუმბული იქნება დაახლოებით 55 მილიარდი კუბ/მეტრი გაზი. 2011 წლის მაისში სამუშაოები უნდა დამთავრდეს საზღვაო და სახმელეთო მონაკვეთებზე, წერს ბრიტანული ჟურნალი ”ინჟინერი” (The Engineer). 

მასალების გადაბეჭდვის წესი