ეკონომიკა

გაძვირდა თუ არა სურსათი ოფიციალურად

16 თებერვალი, 2010 • • 1415
გაძვირდა თუ არა სურსათი ოფიციალურად

 ძირითად საკვებ პროდუქტებზე ფასები გაიაფდა, 2009 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებითი, ასეთია საქსტატის (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შედეგები.

დაკლებულია ფასები პურსა და პურის ფქვილზე.(4,5 და 12,5%-ით) .

გარდა ამისა გაიაფდა ყველა სახის ხორცი.

კლების ტენტენცია აქვს აღებული ლობიოს და კარტოფილის ფასებს. რაც შეეხება კვერცხს, წლიდან წლამდე მისი ღირებულება იცვლება, თუმცა აღნიშნული პერიოდისთვის კვერცხის ფასი 4%-ით არის შემცირებული. ასევე შემცირებულია ყველის ფასი. მკვეთრად არის დაკლებული მზესუმზირის ზეთის ფასი.(29,9%-ით)

ფასების მატება რამდენიმე პროდუქტზე აღინიშნა.

მათ შორის ყველაზე მასშტაბური შაქრის ფასია, რომელმაც 47%-ით მოიმატა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რძის ფასი კი განაგრძობს ზრდის ტენდენციას.

სურსათის ფასი საქართველოში დაახლოებით ასეთია:

პროდუქტი

წონა

ფასი ლარებში

პური

500 გრამი

0,60

კარტოფილი

1 კგ.

0,70

ლობიო

1 კგ.

2,61

პურის ფქვილი

1 კგ

1,33

სიმინდის ფქვილი

1 კგ.

1,59

ძროხის ხორცი

1 კგ.

7,19

ღორის ხორცი

1 კგ.

10,70

ქათმის ხორცი

1 კგ.

6,60

მზესუმზირის ზეთი

1 ლ.

2,69

ყველი

1 კგ.

6,23

რძე

1 ლ.

1,99

კვერცხი

10 ცალი

2,93

მასალების გადაბეჭდვის წესი