ეკონომიკა

ექსპორტი გაიზარდა იმპორტი კი შემცირდა

15 თებერვალი, 2010 • • 1694
ექსპორტი გაიზარდა იმპორტი კი შემცირდა

2009 წლის მეოთხე კვარტალში წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მთლიანმა ექსპორტმა 22%-ით მოიმატა, ნათქვამია საქსტატის (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური) სტატისტიკურ ბიულეტინში.

აქედან სასურსათო ექსპორტის წილი  58%-ით მეტია, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით. მაგალითად ციტრუსების ექსპორტის მოცულობა 11 ათასი ტონიდან 53 ათას ტონამდე გაიზარდა. 20%-ით მოიმატა უალკოჰოლო სასმელების ექსპორტმა, 12-ით კი ღვინის. მკვეთრად არის მომატებული ცოცხალი ცხვრის ექსპორტი. მაგალითად თუ 2008 წლის მეოთხე კვარტალში ექსპორტიებული 25 ათასი სული ცხვარი იყო, 2009 წლის ამავე პერიოდში ამ ციფრმა 190 ათასს მიაღწია.

ყველაზე მაღალი მაჩვენებლი სურსათის ექსპორტში უახლოესი 7 წლის მანძილზე, 2005 წელს დაფიქსირდა. როდესაც მთლიანი ექსპორტის 23,2% ეკავა სურსათს. 2008 წელს ამ ციფრმა 12,1%-მდე დაიკლო, ხოლო გასულ წელს კი 19,1% მიაღწია.

რაც შეეხება იმპორტს. 2009 წლის მეოთხე კვარტალში წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით სურსათის იმპორტის ნომინალური ღირებულება 19%-ით შემცირდა. თუმცა მთლიანი იმპორტი მხოლოდ 9%-ით არის შემცირებული.

მიუხედავად ამისა, ხორბლის იმპორტმა 13-%-ით მოიმატა, და სულ 2009 წლის მეოთხე კვარტალში 174,7ათასი ტონა შეადგინა. თუმცა შემცირდა პურის ფქვილის იმპორტი 10%-ით.

მკვეთრად შემცირდა შაქრის იმპორტი. 2009 წლის მეოთხე კვარტალში წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 41%-ით შემცირდა. რაც შაქრის ფასზეც აისახა, ფასმა აღნიშნულ პროდუქტზე 47%-ით მოიმატა.

მასალების გადაბეჭდვის წესი