ეკონომიკა

მეზობლების ეკონომიკა

17 თებერვალი, 2010 • • 1441
მეზობლების ეკონომიკა

მაშინ როცა უკრაინის ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 15%-ით დაეცა წინა წელთან შედარებით, აზერბაიჯანს 9.3% ზრდა აქვს.

წლის ფულადი პოლიტიკის შედეგების ანგარიშში აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი  აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა შიდა მოთხოვნით იქნა უზრუნველყოფილი. ხოლო რაც შეეხება უკრაინას, ეს ვარდნა ქვეყნის ბოლო 15 წლის  ისტორიაში რეკორდული აღმოჩნდა.

რაც შეეხება სომხეთს,ქვეყნის სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტი ქვეყანში 14.4% -ით დაეცა. ქვეყნის ექსპორტმა 34% დაიკლო, ხოლო იმპორტმა კი 25%-ით. სომხეთში ოფიციალურად უმუშევარი ადამიანების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.

მძიმე წელი უწოდა დიმიტრი მედვედევმა გასულ წელს. რუსეთში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა შემცირდა 7.9%-ით, ქვეყნის სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით.

მსოფლიო ბანკში თვლიან, რომ თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიკურად მზარდი ქვეყანაა. თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 794 ბილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით 2.3% იყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი