ეკონომიკა

რუსეთში ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს ვაჭრობას აუკრძალავენ

10 თებერვალი, 2010 • 1982
რუსეთში ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს  ვაჭრობას აუკრძალავენ

უახლოეს დროში რუსეთის მცხოვრებთ აღარ ექნებათ შესაძლებლობა იყიდონ ან  გაყიდონ ვალუტა ქუჩის გადამცვლელ პუნქტებში. გამოცემა „გაზეტას“ ინფორმაციით, რუსეთის ბანკი აპირებს აკრძალოს ვალუტის გაცვლის ოპერაციები საბანკო განყოფილებების გარეთ.

აკრძალვის შემოღების ვადები ჯერ არ არის გამოცხადებული. რუსული გამოცემა ”გაზეტა” წერს, რომ მათი რესპოდენტი ფინანსისტები აღნიშნავენ – ეს იძულებითი ღონისძიებაა.

– ”ამ მომსახურებაზე ნამდვილად დიდი მოთხოვნილებაა, და ”ბევრი ბანკიც ეწევა ამ საქმიანობას, თანაც წესიერად მუშაობს. თუმცა ბევრ თაღლითობასაც წააწყდებით”, – აცხადებენ ექსპერტები რუსულ გამოცემა „გაზეტასთან“ საუბრისას.

რუსეთის ცენტრალური ბანკი უბრალოდ ვეღარ აკონტროლებს ქუჩის ყველა გადამცვლელ პუნქტს და სურს, რომ ყველა ამ პუნქტმა იმუშაოს მხოლოდ ბანკების განყოფილებებში. რუსეთის მილიცია კი საკმარისად ვერ ერკვევა ფინანსურ საკითხებში, რათა გააკონტროლოს მათი საქმიანობა.

გარდა იმისა, რუსეთის ფედერაციის ცეტრალურ ბანკს სურს მთლიანად აკონტროლოს საკონვერსიო ოპერაციები, ცენტრალური ბანკი გადამცვლელი პუნქტების შესახებ საკითხში სხვა მიზანსაც ისახავს – მას არ სურს არსებობდეს ვალუტის პუნქტები, სადაც მხოლოდ ერთ ფინანსურ მომსახურებას სთავაზობენ მოქალაქეს. კერძოდ, ვალუტის გადაცვლას. ასეთ ადგილებში უფრო იოლია კლიენტების მოტყუება, წერს ”გაზეტა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი